ორი პირი დანით დაჭრეს

ბათუმში ორი პირი დანით დაჭრეს

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ერთ-ერთ კლუბში მოხდა.

ახალგაზრდები სამედიცინო დაწესებულებაში ერთდროულად შეიყვანეს,მათ ექიმების დახმარება უკვე გაეწიათ. მედიკოსების ცნობით, ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სტაბილურად მძიმედ ფასდება. 

  22 წლამდე ასაკის მამაკაცს ჭრილობა გულმკერდისა და მუცლის არეში აქვს მიყენებული, მეორეს კი იდაყვისა და ბარძაყის არეში აღენიშნება.