პარლამენტმა საგანგებო რეჟიმის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების გაგრძელებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გახანგრძლივებას საგანგებო სიტუაციის გამოცხადების გარეშე, მხარი დაუჭირა. 

მიღებული ცვლილებების მიხედვით ,დაწესებული შეზღუდვები 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლამდე გახანგრძლივდება.

კანონპროექტს მხარი 79 დეპუტატმა დაუჭირა, ერთი კი წინააღმდეგი იყო. 

შეგახსენებთ, რომ 23 მაისიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა დასრულდა და გაუქმდა ე.წ. კომენდანტის საათიც. საპარლამენტო ზედამხედველობის გარეშე შეზღუდვების დაწესების დროებითი უფლება, პარლამენტმა მთავრობას მაისში მიანიჭა.