რატომ დაიწყო შიმშილობა ჯგუფის “გავიგუდეთ” წევრმა?!

რუსთავის მერიასთან, “გავიგუდეს” წევრი  და სამოქალაქო აქტივისტი,დათა ცინცაძე შიმშილობს.  

როგორც სამოქალაქო აქტივისტი Tv4-თან საუბარში ამბობს, მისი პროტესტის მთავარი მიზეზი, პარლამენტის მიერ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონპროექტის საშემოდგომო სესიაზე გადატანაა

ჯგუფის  “გავიგუდეთ” წევრის მთავარი მოთხოვნაა, კანონპროექტის განხილვა, რომელიც დამაბინძურებელი საწარმოებისთვის სანქციების და პასუხისმგებლობის დაკისრებას გულისხმობს, დროულად მოხდეს. 

“ჩემი მთავარი მიზანი არ არის, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას მივმართო, ამ ფორმით მინდა მეტი ხალხი შემოვიკრიბო, მინდა ხალხმა გაიგოს, რამდენად მნიშვნელოვანია შაბათის აქცია, რომ მოვიდნენ აქციაზე, მარტო რუსთავისთვის არა, ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ეს დღე მნიშვნელოვანი იქნება.  ახლა გაცილებით მეტი გამოხმაურება გვაქვს, ვიდრე ნოემბერში გვქონდა. ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო”, – ამბობს დათა ცინცაძე 

სამოქალაქო აქტივისტმა თავდაპირველად ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა, სადაც წერდა, რომ რუსთავის მერიის წინ, შიმშილობას იწყებდა. 

“მეგობრებო, ამ წუთიდან ვიწყებ შიმშილობას,
სადმე მერიის წინ მოვძებნი ადგილს. თხოვნა მაქვს გზადაგზა გამამხნევოთ დაა თუ ვინმე შეძლებთ პეგიზე და ლილიზე რომ იზრუნოთ მომავლი რამდენიმე დღე.
მადლობა
Peace, Love”– ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა სოციალურ ქსელში გუშინ დაწერა. 

ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფმა “გავიგუდეთ” გუშინ “ტექსტილის” საწარმოს მშენებლობის ცერემონიალის პარალელურად, მდუმარე საპროტესტო აქცია გამართა.  “გავიგუდეთ” წევრები, კანონპოექტის დაჩქარებული წესით მიღებას ითხოვენ.