რუსთავის საგამოცდო ცენტრში ეროვნული გამოცდა ისტორიაში ორ სესიად ჩატარდა

 

რუსთავის საგამოცდო ცენტრში ეროვნული გამოცდა ისტორიაში ორ სესიად ჩატარდა.

როგორც რუსთავის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორმა, ზვიად მურადაშვილმა Tv4-ს განუცხადა, პირველ სესიაზე რეგისტრირებული 286 აბიტურიენტიდან გამოცდაზე 13 არ გამოცხადდა,ხოლო მეორე სესიაზე რეგისტრირებული 286 გამოსაცდელიდან ისტორიის გამოცდაზე არ მივიდა 11 ახალგაზრდა. 

დღეს ისტორიის გამოცდაზე,რუსთავის საგამოცდო ცენტრში არავის დაუგვიანია.