რუსთავის ცხელების ცენტრის 7 პაციენტს COVID-19 არ დაუდასტურდა

რუსთავის ცხელების ცენტრის შვიდ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა – ამის შესახებ tv4-ს რუსთავის ცხელების ცენტრის ეპიდემიოლოგმა, მაია რაზმაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, პაციენტების ბიოლოგიური ნიმუში ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნეს და პასუხები დღეს დილით გახდა ცნობილი. ცხელების ცენტრში მოთავსებული 7 პაციენტიდან COVID-19 არცერთ პაციენტს არ დაუდასტურდა.