რუსთავის ცხელების ცენტრის პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

რუსთავის ცხელების ცენტრის პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ცხელების ცენტრის ეპიდემიოლოგმა მაია რაზმაძემ Tv4-ს განუცხადა, “კოვიდ 19″  სატვირთო ავტომობილის მძღოლს დაუდასტურდა,რომელიც ცენტრში საზღვრიდან გადმოიყვანეს.  მისივე ცნობით ,პაციენტი რუსთავის მკვიდრია. 

რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის დავით ბეგაშვილის ინფორმაციით,  პაციენტი რუსთავში ცხოვრობდა,თუმცა მას ოჯახი ქალაქში არ ჰყავს და შესაბამისად, მათთან კონტაქტი არ ჰქონია. მიმდინარეობს სხვა კონტაქტების მოკვლევა. 

კოვიდინფიცირებული პირი  ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ამასთან, კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ცხელების ცენტრის 13 პაციენტს, რომლებიც ეპიდემიოლოგებმა ბინაზე გაწერეს. 

დღეს ცხელების ცენტრში კიდევ 9 პაციენტია მოთავსებული,რომელთაგან სამი სატვირთოს მძღოლია. მათ ეპიდემიოლოგები 24 საათის განმავლობაში გამოიკვლევენ.  ცნობისთვის, სატვირთო ავტომობილის მძღოლებს საზღარზე სწრაფი ტესტით კორონავირუსი დაუდასტურდათ,  ეპიდემიოლოგები მათ ხელმეორედ გამოიკვლევენ.