რუსთავის ცხელების ცენტრის 4 პაციენტს COVID-19 არ დაუდასტურდა

რუსთავის ცხელების ცენტრის 4 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. პაციენტების ბიოლოგიური ნიმუში ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნეს და პასუხები დღეს გახდა ცნობილი. როგორც ცხელების ცენტრში აცხადებენ, ვირუსული ინფექცია არც ერთ მათგანს დაუდასტურდა. პაციენტების სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერეს.

ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის ინფორმაციით, ცხელების ცენტრში ამ დროისთვის ორი ახალი პაციენტი იმყოფება. მისივე ცნობით, ერთი პაციენტი ცენტრში საკარანტინო დაწესებულებიდან გადაიყვანეს, ერთი კი რუსთაველია. ადგილობრივი მედიკოსები მათ COVID19-ზე 24 საათის განმავლობაში გამოიკვლევენ.