რუსთავის ცხელების ცენტრში პაციენტი ფანჯრიდან გადახტა და გაიქცა

რუსთავის ცხელების ცენტრში, პაციენტი ფანჯრიდან გადახტა და  გაიქცა.

Tv4-ის ინფორმაციით, 45 წლამდე მამაკაცი სასტუმრო “გრანდ ვეჯინის” საკარანტინო სივრციდან იყო.

როგორც რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში Tv4-ს განუცხადეს,პაციენტს “კოვიდ 19″არ დაუდასტურდა,ის ტესტის პასუხზე ინფორმირებული იყო. 

ცნობისთვის,პროტოკოლის თანახმად,ცხელების ცენტრიდან პაციენტები ან საკარანტინო სივრცეში ბრუნდებიან ან თვითიზოლაციის მითითება უნდა მიეცეთ.