რუსთავის ცხელების ცენტრიდან გაქცეული პაციენტი იპოვეს

რუსთავის ცხელების ცენტრიდან გაქცეული პაციენტი იპოვეს და საკარანტინო სივრცეში დააბრუნეს. ამის შესახებ ინფორმაცია TV4-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შეგახსენებთ, პაციენტი ცხელების ცენტრიდან დღეს გაიქცა. ის საკარანტინო სივრცეში იყო მოთავსებული და მომატებული ტემპერატურის გამო კლინიკაში გუშინ მოათავსეს. მედიკოსებმა ის კორონავირუსზე გამოიკვლიეს და ვირუსული ინფექცია არ დაუდასტურდა. პროტოკოლის თანახმად, პაციენტი ისევ საკარანტინო სივრცეში უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა სამედიცინო დაწესებულებიდან გაიქცა.