რუსთავში აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი გარდაიცალა

რუსთავში, დავით გარეჯის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა. 

ამის შესახებ ინფორმაცია Tv4-ს ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში დაუდასტურეს. 

საავადმყოფოს დირექტორის, პაპუნა ბახტაძის განცხადებით, 35 წლამდე მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანამდე გარდაცვლილი იყო. 

შეგახსენებთ აფეთქება რუსთავში დავით გარეჯის ქუჩაზე რამდენიმე საათის წინ მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

რუსთავში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

📢რუსთავში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა📢აფეთქება დავით გარეჯის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა📢ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/2W8ZZO0

Geplaatst door TV4.ge op Zondag 12 juli 2020