სასამართლომ პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებულ პირს პატიმრობა შეუფარდა

გორის რაიონულმა სასამართლომ პოლიციის თანამშრომლის მკვლელობისთვის დაკავებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

თურქეთის მოქალაქეს, ჰასან დოგანს პოლიციელის მკვლელობისთვის ბრალი დღეს წარედგინა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს. განზრახ მკვლელობა უმწეო მდგომარეობაში პირის, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთას 13-დან 17-წლამდე გულისხმობს.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინსიტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ერედვის პოლიციის განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელი გუშინ ღამით, საკუთარ სახლში მოკლეს. მას დანით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა უცხო ქვეყნის მოქალაქემ მიაყენა. ის მოკლულის ოჯახში მდგმური იყო. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.