საქართველოში კორონავირუსის 5 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ სამი პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის სულ 968 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ სამი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 844-ს შეადგენს.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 4 425 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 222. ქვეყანაში კორონავირუსით ჯამში 15 ადამიანი გარდაიცვალა.