საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 3 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1003-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

გამოჯანმრთელებულებულთა,  რიცხვი კი 3-ით გაიზარდა და მათი რაოდენობა 873-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5640 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 244.