აბიტურიენტთა პასუხების ფურცელი გასწორებამდე რამდენიმედღიან კარანტინს გაივლის

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის განცხადებით, აბიტურიენტთა ნაშრომების გასწორებამდე პასუხების ფურცლები რამდენიმე დღით კარანტინში მოთავსდება.

„ნაშრომების გასწორება იწყება, როდესაც დამთავრდება კონკრეტული საგნის გამოცდა და როდესაც რამდენიმედღიან კარანტინს გაივლის პასუხების ფურცელი. დამთავრებიდან 3-4 დღის შემდეგ დაიწყება გასწორება“, – განაცხადა სოფიო გორგოძემ.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდება.