10 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს. 

მათივე ცნობით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ივლისს 06:30-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში შარტავას, ქუთაისის, მე-8, მე-7, მე-20, 21-ე მიკრორაიონებში და მიმდებარე ქუჩებზე,

06:30-დან 10:00 საათამდე გარდაბნის რაიონის სოფელბში ფოლადაანთკარი, გამარჯვება, გაჩიანი, ველი და მიმდებარე სოფლებში,

10:00-დან 16:00 საათამდე წალკის რაიონის სოფლებში ავრანლო, კიზილ-ქილისა, რეხა, ხანდო, აიაზმა და მიმდებარე სოფლებში, 

11:30-დან 19:00 საათამდე თეთრიწყაროს რაიონის სოფელბში ალგეთი, ახალსოფელი, გოხნარი, ზირბითი, მანგლისი და მიმდებარე სოფლებში,

12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში დამია, ზემო სარალი, კიროვკა, დამია გეურარხი, ცოპი, ახლო ლალო, ცოფი და მიმდებარე სოფლებში,

12:30-დან 15:30 საათამდე გარდაბანში,

13:30-დან 14:30 საათამდე აბონენტებს დიდ ლილოში,

15:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში დარბაზი, ტანძია, ჯავშანიანი, ქვეში, წიფორი, კიანეთი, ეძვნარიანი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.