30 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს. 

მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ივლისს 11:00-დან 20:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს      დმანისის რაიონის სოფლებში ირგანჩაი, ამამლო, მამიშლო, ოროზმანი, გუგუთი, კამიშლო, მთისძირი, ლოქჭანდარი და მიმდებარე სოფლებში, 11:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თეთრწყაროსა და მანგლისში,  12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში ლეჟბადინი, აზიზქენდი, იალღუჯის დასახლება, კაპანახჩი, ქურთლიარი, მეორე ქესალო, კირაჩმუღანლო, ქეშალო და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.