დმანისის მერმა მისი პარტიიდან გარიცხვის შესახებ ჟურნალისტებისგან შეიტყო

  დმანისის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა, მისი პარტიიდან გარიცხვის   შესახებ მედიის წარმომადგენლებისგან შეტყო.როგორც  გიორგი ტატუაშვილმა Tv4-ს განუცხადა, მას “ქართული ოცნებიდან” არავინ დაკავშირებია და არც გარიცხვის შესახებ მიუწოდებიათ ინფორმაცია. 

 

” ადამიანს არ აქვს უფლება რაღაც გადაწყვეტილება მიიღოს როგორ ფიქრობთ თქვენ?! დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და დემოკრატიული პროცესი ნებისმიერი ადამიანისთვის მისაღები უნდა იყოს. ვერ ვხდები ახლა ვიღაცამ რაღაც განცხადება როგორ გააკეთა, მე პასუხს ვაგებ ჩემს ქმედებებზე. ვინც ეს განცხადება გააკეთა მას უნდა ჰკითხოთ ჩემი აზრით. მეც გავიგებ და ძალიან დამეხმარებით.”,- აცხადებს გიორგი ტატუაშვილი

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნოს გადაწყვეტილებით, დმანისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ტატუაშვილი, რომელიც ამავე დროს იკავებს დმანისის მერის თანამდებობას, პარტიის რიგებიდან იქნა გარიცხული. ამის შესახებ  პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი.

ინფორმაცია Tv4-ს პარტიის პრესსამსახურშიც დაუდასტურეს. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გარიცხვის მიზეზი გახდა პარტიული დისციპლინის უხეში დარღვევა, რაც გამოიხატა მის მიერ „ქართული ოცნების“ კონკურენტი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის მხარდაჭერაში.