თელავში 70 წლის მამაკაცს ეძებენ

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში რამდენიმე დღეა, 70 წლის მამაკაცს, მერაბ ამბროსიძეს ეძებენ.

მამაკაცი სახლიდან ოთხი დღის წინ დილით გავიდა და მას შემდეგ იგი არავის უნახავს.

ოჯახმა საკუთარი ძალებით უშედეგო ძებნის შემდეგ სამართალდამცველებს მიმართა. ამ ეტაპზე სამძებრო პროცესში ჩაერთულია პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი.