ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდება

პრემიერ-მინისტრმა , გიორგი გახარიამ, ფინანსთა მინისტრს  ავტომფლობელებისთვის ავტომობილების განბაჟების 2021 წლის მარტამდე გადავადება დაავალა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ამ პერიოდში საურავების დარიცხვა არ მოხდება. 

„ფაქტია, კრიზისის ზემოქმედება გრძელვადიანი იქნება. რამოდენიმეჯერ მოგვმართეს უკვე ავტოიმპორტიორებმაგანბაჟებასთან დაკავშირებით ერთხელ უკვე გადავავადეთ, ფისკალური წლის ინტერესებიდან გამომდინარე, ალბათ უმჯობესი იქნება გადავავადოთ 2021 წლის მარტამდე, რაც ნიშნავს, რომ როგორც განბაჟება გადავადდება, ასევე არ მოხდება საურავების დარიცხვა. ეს დაახლოებით 24 000 ავტომფლობელს შეეხება და თუ არ ვცდები, ესაა 30 მილიონ ლარზე მეტი შეღავათი საგადასახადო გადავადების“,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.