გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრეს

თბილისში, ორი პირი დაჭრეს, მათ შორის ერთ-ერთი ბიზნესმენ, გოგი თოფაძის შვილიშვილია. არსებული ინფორმაციით, ორივე მათგანი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში იმყოფება და დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ამ დროისთვის, გოგი თოფაძის შვილიშვილს ოპერაცია უტარდება. გავრცელებული ინფორმაციით, მას ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.

UPDATE: გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი თბილისში დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებულ ლ.თ.-ს, მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.

სამართალდამცველებმა ბ.ჟ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს,” – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.