ისრაელმა საქართველო “მწვანე ქვეყნების” სიაში შეიყვანა

ისრაელმა საქართველო “მწვანე ქვეყნების” სიაში შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან დაბრუნებულ ისრაელის მოქალაქეებს იზოლაციის გავლა არ მოუწევთ – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ისრაელის “მწვანე ქვეყნების” ჩამონათვალში საქართველოსთან ერთად შესულია: ხორვატია, ბულგარეთი, საბერძნეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ჰონგ-კონგი, იორდანია, ლატვია, ლიეტუვა, ახალი ზელანდია, ესტონეთი, კანადა, რუანდა, დანია, სლოვენია და ავსტრია.

ისრაელის ხელისუფლება ქვეყნის საჰაერო სივრცის გახსნას გეგმავს. ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრმა მირი რეგევიმ საჰაერო სივრცის გახსნის სავარაუდო თარიღად 16 აგვისტო დაასახელა.