მესტიისკენ მიმავალ გზაზე, „შავ ღელესთან“ მეწყერი ჩამოწვა

მესტიისკენ მიმავალ გზაზე, „შავ ღელესთან“ მეწყერი ჩამოწვა. 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „შავ ღელესთან“ ჩამოწოლილი მეწყერის გაწმენდითი სამუშაოები დაწყებულია.

მათივე ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 116-ე კმ-ზე (შავი ღელე) კოკისპირული წვიმის შედეგად ჩამოიშალა ფერდი, რამაც გამოიწვია მოძრაობის შეზღუდვა.

ინფორმაციისთვის, დეპარტამენტის ცნობით, ამ დროისათვის ადგილზე  მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ჩაკეტილი მონაკვეთი უახლოეს საათებში გაიხსნება.