საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, –  ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ვებგვერდის განახლებული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1321 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ 3 პაციენტი და განკურნებულთა რაოდენობა ჯამში 1088-ს შეადგენს.

9 დადასტურებული შემთხვევა არის მოგზაურობა ამ ეპიდაფეთქების ზონაში, 4 შემთხვევა გახლავთ დადასტურებულ შემთხვევათა კონტაქტები. ერთი გახლავთ შემოტანილი – სატვირთო ავტომობილის მძღოლი გახლავთ და ერთ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდ-კვლევა კონტაქტების მოძიებისა და წყაროს დადგენის თვალსაზრისით“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტია გარდაცვლილი.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7597 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 261.