11 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს. 

მათივე ცნობით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 აგვისტოს 07:00-დან 07:20 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში ლეონიძის, შარტავას, მესხიშვილის, მეგობრობის, ლებანიძის და მიმდებარე ქუჩებზე, 07:00-დან 08:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებშ მუღანლო, სართიჭალა, თელეთი, ხაშმი და მიმდებარე სოფლებში, 08:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში დარბაზი, ტანძია, გეტა, წიფორი, ბერთაკარი, ტალავერი, მუხრანა და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს რუსთავში შარტავას, ლეონიძის, ტაშკენტის, ლომოურის, მეგობრობის, მესხიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე,  11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფელბში ხოჯორნი, ახკერპი, წერაქვი, ჩანახჩი, ოფრეთი, სიონი, გულუბახ, ბრდაზორი, ახკულა, ხოხმელი, გულუბახი და მიმდებარე სოფლებში, 11:10-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფელში ირაგა, ჯიგრაშენი, შიხმარლო, ნავთიანი, სამშვილდე, ახალშენი და მიმდებარე სოფლებში,  12:00-დან 20:00-საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფელბში გედაგდაღი, კარაბულახი, მამიშლარი, ახა, უსეინქენდი და მიმდებარე სოფელბში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.