12 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს. 

მათივე ცნობით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 აგვისტოს 06:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში ლეონიძის, მესხიშვილის, ბალანჩივაძის, შარტავას, აღმაშენებლის, წმინდა ნინოს და მიმდებარე ქუჩებზე, 11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თეთრწყაროში და თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ირაგა, ჯვარა, ჯიგრაშენი, იფნარა, ნავთიანი, სამშვილდე, ივანოვკა და მიმდებარე სოფლებში, 15:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში სართიჭალა, თელეთი, მუღანლო და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.