17 წლის გოგო 22 წლის ბიჭმა მოიტაცა

17 წლის გოგო 22 წლის ბიჭმა “მოიტაცა”.შემთხვევა გუშინ, გორი-თბილისის გზაზე მოხდა. 

 

გატაცებულის ოჯახის ინტერესებს ორგანიზაცია საფარის იურისტი, თამუნა ლუკავა იცავს. დღეს, 12 აგვისტოს საფარის ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ ფაქტის შესახებ ფეისბუქზე საჯაროდ დაწერა. ამის გატაცებული გოგო ოჯახს დაუკავშირდა და უთხრა, რომ მას ხვალ დააბრუნებენ. 

“გოგომ დარეკა, დედას ელაპარაკა და თქვა, რომ არ იცის სად არის. ბიჭს უთქვამს ხვალ ჩამოვიყვანო. გვინდა, რომ ქართულ-ხალხური არ წავიდეს იქ და ჩამოვიყვანოთ დროზე”, – ჰყვება ოჯახის წევრი და ამატებს, რომ ბიჭის ოჯახი პოლიციამ უკვე გამოკითხა. 

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.