IRI-მოსახლეობაში ყველაზე მაღალი სანდოობით პატრიარქი სარგებლობს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, ყველაზე მაღალი სანდოობით პატრიარქი, ილია მეორე სარგებლობს. პატრიარქის მიმართ 89% არის კეთილგანწყობილი. 

მეორე ადგილს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე 74%-ით იკავებს. საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია საზოგადოების 63%-ისთვის არის მისაღები პიროვნება. 

საზოგადოების 57%-ისთვის თბილისის მერი კახა კალაძე არის ფავორიტი პიროვნება, ხოლო 53 %-ისთვის ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძეა.

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი – 2 ივლისის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილი იყო ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 66 პროცენტს.