მთავარი ყველა სამართალი რაგბის კავშირში სროლა იყო, დაჭრილია ერთი ადამიანი

რაგბის კავშირში სროლა იყო, დაჭრილია ერთი ადამიანი

მისივე თქმით, დაჭრილია საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

„ეს კაცი მოვიდა შემთხვევით. არანაირი კავშირი არ ჰქონია. სავარაუდოდ ვიღაცასთან რაღაც პირადი დაპირისპირება ჰქონდა და ამ დაპირისპირებას შეესწრო აღნიშნული პირი. დანარჩენი მე თვითონაც არ ვიცი. ჭრილობა მიყენებული აქვს ფეხში და სავარაუდოდ გამოყენებულია ცეცხლსასროლი იარაღი. მიმდინარეობს გამოძიება“, – განაცხადა თორნიკე გოგებაშვილმა.

ამ დროისთვის რაგბის კავშირში სამართალდამცველები მუშაობენ, მიმდინარეობს თანამშრომლების გამოკითხვა.