თემქაზე ლიფტის ჩავარდნის შედეგად მოქალაქე დაშავდა

თემქაზე ლიფტი ჩავარდა, რომელშიც ექვსი მოქალაქე იმყოფებოდა, დაშავებულია ერთი პირი.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ლიფტის ჩავარდნის შედეგად დაშავებულ ქალს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.

ამ დროისთვის, ლიფტიდან ყველა ადამიანი ამოყვანილია.