ნინო წილოსანი : გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონპროექტს ახლავს ბიზნესმენების მზაობა

 ” ჩვენ გვყვავს პასუხისმგებლიანი ბიზნესი,  გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონპროექტს ახლავს ბიზნესმენების მზაობა, რომ მათ შეასრულონ აქ აღწერილი ძირითადი პრინციპები და მათ იზრუნონ გარემოზე , თავიანთი საქმიანობის ფარგლებში” – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 წილოსანმა, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონპროექტზე ისაუბრა, რომელსაც პარლამენტი მიმდინარე კვირაში განიხილავს.  

მისი თქმით, ეკოლოგიის დაცვა ბიზნეს სუბიექტების ვალდებულებაა და  თუ ზიანი დადგება, პასუხისმგებლობა სწორედ, ბიზნეს სუბიექტებს უნდა დაეკისროთ. 

 

“ამ კვირაში პარლამენტი იხილავს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ სრულიად ახალ კანონს, ამით გარემოსდაცვითი სტანდარტები კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადაგვყვავს. ეს არის ახალი ეტაპის დასაწყისი, კანონპროექტი მკაფიოდ ამბობს, რომ ეკოლოგიის დაცვა არის ბიზნეს საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების ვალდებულება და რომ მათი მხრიდან დამატებითი ძალისხმევა უნდა იქნეს ჩადებული, იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ გარემოზე შესაძლო მიყენებული ზიანი. თუ ასეთი ზიანის მიყენება გარდაუვალია ან ზიანი დადგა, მისი გამოსწორება პირვანდელ მდგომარეობამდე აღდგენა და რემედიაცია არის აუცილებელი წინაპირობა, რომლითაც საქართველოში კონკრეტული ბიზნეს საქმიანობები განახორციელებენ თავის საქმიანობას” – განაცხადა ნინო წილოსანმა. 

როგორც ნინო წილოსანმა პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, ბიზნეს სუბიექტები, გარემოზე მიყენებული ზიანისთვის, თავიანთი საქმიანობის ფარგლებში, პასუხისმგებლობის აღების მზაობას გამოთქვამენ. 

“ეს არის სწორი მიდგომა, ასეთი პასუხისმგებლიანი ბიზნესი არის დასავლურ ქვეყნებში, იმ ქვეყნებში, რომელიც მოგვწონს და რომლისკენაც ვისწრაფვით. ჩვენ გვყვავს პასუხისმგებლიანი ბიზნესი, ამ კანონპროექტს ახლავს ბიზნესმენების მზაობა”- ამბობს ნინო წილოსანი.