რუსთავში ელექტროსკუტერები დააზიანეს

რუსთავში ელექტროსკუტერები დააზიანეს.
 
 
ეკომეგობრული ტრანსპორტი ქალაქში 20 სექტემბერს შემოიყვანეს. პირველ ეტაპზე ტრანსპორტის მოძრაობის არეალი შეზღუდულია.
 
 
“სქროლებით” სარგებლობა რუსთაველებს ქალაქის შემოსასვლელიდან შარტავას, მეგობრობის, მარჯვენა და მარცხენა მხარეს დამაკავშირებელი ხიდის, კოსტავას გამზირის, კულტურისა და დასვენების პარკისა და ძველი რუსთავის სხვადსხვა ქუჩებზე, მეტალურგიულ ქარხანამდე შეუძლიათ.
 
 
სქროლები ქალაქში “რუსთაველების” ინიციატივით და აჭარა ჯგუფის მხარდაჭერით შემოიყვანეს.