სამოქალაქო აქტივისტებმა საქველმოქმედო ღონისძიება გამართეს

რუსთავში საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა. “ავტოსამრეცხაო MGI-ს” გადაწყვეტილებით, დაწესებულებაში მთელი დღის განმავლობაში შესული თანხა საქველმოქმედო მიზნებისთვის განისაზღვრა. 

აქციიდან შემოსული თანხით სამოქალაქო აქტივისტებმა  სურსათი და პირველადი მოხმარების ნივთები შეიძინეს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გადასცეს.