სამუშაოები რუსთავის პირამიდასთან

  რუსთავის ე.წ პირამიდის სარეაბილიტაციოდ,  წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.  ადგილზე კომპანია “ქონსთრაქშენ სერვისის” ტექნიკაა მობილიზებული.  როგორც ცნობილია ხდება,  რუსთავის მერიის დაკვეთით,  პირამიდის ტერიტორია ქვიშის ჭავლური აპარატით  გაიწმინდება. სამუშაოები ათი დღის ვადაში უნდა დასრულდეს. 

4 სექტემბრის საკრებულოს სხდომაზე,  დეპუტატებმა “პირამიდის” იჯარით გადაცემის საკითხზე  უკვე იმსჯელეს და დადებითად გადაწყვიტეს

  გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული სივრცით დაინტერესებული “აჭარა ჯგუფის ” მფლობელი, თემურ უგულავაა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბიზნესმენი ტერიტორიაზე ახალგაზრდული სივრცის მოწყობას გეგმავს.