ბავშვების რაოდენობა, რომელთაც ენტეროვირუსის ნიშნები აქვთ, 83-მდე გაიზარდა

 ოზურგეთის  სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ხელმძღვანელის, მაკა ჭყონიას განცხადებით, ბაღების აღსაზრდელთა უმრავლესობა, რომელთაც სავარაუდოდ ენტეროვირუსის ნიშნები აქვთ, სახლში მკურნალობს, 3 კი კლინიკაშია გადაყვანილი.

ამასთან, მაკა ჭყონიას ინფორმაციით, ამ დროისთვის ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

„ამ დრომდე 80 ბავშვის შესახებ ვიცოდი, თუმცა ახლახან მაცნობეს, რომ უკვე 83 ბავშვს აღენიშნება მსგავსი სიმპტომები. აღსაზრდელების უმრავლესობა სახლშია. ოზურგეთის კლინიკაში სამი ბავშვია მოთავსებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ“, – აღნიშნავს მაკა ჭყონია.

მისი განმარტებით, საბავშვო ბაღებში შეტანილი საკვები პროდუქტების ვადები და შენახვის პირობები დაცული იყო.