პრემიერი: როგორც I ტალღას გავუმკლავდით, ასე უნდა გავუმკლავდეთ მეორესაც

 საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება.  

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,  ქვეყანა მეორე  ტალღას  ისე უნდა გაუმკლავდეს, როგორც ეს პირველი ტალღის დროს იყო. 

„  გუშინწინ მსოფლიოში დაინფიცირდა 380 000 ადამიანი. არ მინდა ვირუსის სიმძიმეზე საუბარი, რადგან როგორც ჩვენ ერთად გავუმკლავდით პირველ ტალღას, ასე უნდა დავირაზმოთ და ერთიანობით გავუმკლავდეთ მეორე ტალღასაც.

ეს არ იქნება მარტივი. ვერავინ დაგპირდებათ და ტყუილი იქნება, თუ ვინმე დაგპირდებათ, რომ ვირუსი ერთ დღეში გაქრება, ან ცალკე აღებული საქართველო შეძლებს ამ გამოწვევის და კრიზისის დამარცხებას.

 რა თქმა უნდა,  ვერ შეძლებს,  მაგრამ ჩვენ უნდა მივაღწიოთ ამას ერთად, შრომით, ელემენტარული წესების დაცვით. რაც არ უნდა უჩვეულო იყოს, პირბადე უნდა ვატაროთ და დისტანციაც უნდა დავიცვათ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ დავიცვათ პირველ რიგში ჩვენი ხანდაზმულები და მოხუცები და იმისთვის, რომ ეკონომიკური კრიზისი არ გაღრმავდეს ისე, რომ შემდგომ ამ კრიზისიდან გამოსვლისთვის ბევრი დრო დაგვჭირდეს. უნდა დავიცვათ თითოეული სამუშაო ადგილი, რომელიც ძვირფასია ამ კუთხისთვისაც და მთელი ქვეყნისთვისაც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.