კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა რუსთავში

რუსთავში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. როგორც TV4-ს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, ახალი პაციენტები, აქამდე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან და შესაბამისად, თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. 

რუსთავში, 29 აგვისტოდან დღემდე კორონავირუსის 150-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, 100-ზე მეტი პირი გამოჯანმრთელდა.