კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა რუსთავის ცხელების ცენტრში

რუსთავის ცხელების ცენტრის 3 პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, ორი მათგანი რუსთაველია.

კოვიდინფიცირებულები 40-იდან 50-წლამდე ქალები არიან, რომელთა ინფიცირების წყარო უცნობია.

ამ დროისთვის ეპიდკვლევები მიმდინარეობს. 

რაც შეეხება მესამე პაციენტს, ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის ცნობით, პაციენტი ასაკოვანი ქალია, რომელიც ცხელების ცენტრში წალკიდან შეიყვანეს.