კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 12841 -ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის, თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის 5 974 აქტიური შემთხვევაა, მათგან 50 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 

კრიტიკულად მძიმე პაციენტებიდან, 7 აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი, ერთი ცხინვალიდან.

“აქტიური შემთხვევა გახლავთ 5 974. ამ აქტიური შემთხვევებიდან 50 გახლავთ კრიტიკულად მძიმე, 31 არის ინტუბირებული ინვაზიურ მართვით სუნთქვაზე, 19 სიპაპ რეჟიმზე. ამ პაციენტებიდან, 7 გახლავთ აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი, ერთი ცხინვალიდან”,-განაცხადა ენდელაძემ.

რაც შეეხება რეგიონების მიხედვით ახალი შემთხვევების განაწილებას, როგორც ენდელაძემ აღნიშნა, კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევიდან 207 – აჭარაში გამოვლინდა, 168 – თბილისში, 117 – იმერეთში, 25 – შიდა-ქართლში, 7 – ქვემო-ქართლში, 24 – სამეგრელო-ზემოსვანეთში, 8 – გურიაში, 5 – კახეთში, 5 – მცხეთა-მთიანეთში, 3 – სამცხე ჯავახეთში.

ამასთან გამოჯანმრთელდა კიდევ 329 ადამიანი ჯამში –  6867 პაციენტი.

24 საათში გარდაიცვალა 9 პაციენტი და მათი რაოდენობა 102-მდე გაიზარდა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 836 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში მკურნალობს 1393 პირი

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე