ნინო ლაცაბიძე “კავკას პარკში” იმყოფებოდა

 “ქართული ოცნების” რუსთავისა და გარდაბნის სოფლების მაჟორიტარობის კანდიდატი, ნინო ლაცაბიძე  საწარმო „კავკას პაკში” იმყოფებოდა. 

მე-12 სამაჟორიტარო ოლქის კანდიდატმა, საწარმოო პროცესი დაათვალიერა და დასაქმებულებს შეხვდა. ნინო ლაცაბიძემ შეხვედრის ფარგლებში, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. 

ცნობისთვის, საწარმო “კავკას პაკი”  2012 წლიდან პლასტმასის კონტეინერებსა და ერთჯერადი მოხმარების ჭურჭელს აწარმოებს . პროდუქცია ექსპორტზე მეზობელი ქვეყნების გარდა, ახლა უკვე ამერიკაშიც გადის.