რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე ნიჩბოსანთა კლუბის მშენებლობა დაიწყო. ახალი სპორტკომპლექსის აშენებასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც ცნობილი გახდა, სპორტკომპლექსის აშენება სავარაუდო, 2 თვეში დასრულდება. აღნიშნულ კლუბს საშუალება ექნება მომავალში საერთაშორისო ტურნირებსაც უმასპინძლოს.
შეგახსენებთ, რუსთავის საკრებულოს გადაწყვეტილებით შ.პ.ს ნიჩბოსანთა კლუბს „რუსთაველებს“ რუსთავის პარკში 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი 40 წლის ვადით გადაეცა შესაბამისი ვალდებულებებით. ნიჩბოსანთა კლუბი „რუსთაველები“ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე სანაოსნო-სანიჩბოსნო ინფრასტრუქტურას მოაწყობს.
📣 რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში ნიჩბოსანთა სკოლა აშენდება 🔈 "რუსთავს რამდენიმე თვეში ექნება, ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ნიჩბოსანთა კლუბი, მადლობა წივწივაძეების ოჯახს, რომ კიდევ გააცოცხლეს ეს სპორტი ქალაქში"
Geplaatst door TV4.ge op Zondag 18 oktober 2020
📣რა ხდება რუსთავის პარკში ❔❓🔈 რუსთავში ნიჩბოსანთა სკოლა აშენდება ➡️ " რუსთავს რამდენიმე თვეში ექნება ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ნიჩბოსანთა კლუბი"
Geplaatst door TV4.ge op Zondag 18 oktober 2020
📣 "რუსთავი არის სპორტული ქალაქი, რუსთავს ჰყავს ჩემპიონები და პრიზიორები, ამიტომ სპორტულ ინფრასტრუქტურაში უფრო მეტი ინვესტიციების განხორციელება და ახალ-ახალი დარბაზების გახსნა, ამ შედეგებს გაზრდის"- განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძე
Geplaatst door TV4.ge op Zondag 18 oktober 2020