სადახლოს სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა

 მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს მეორე საჯარო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ინფორმაციას მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ადასტურებენ.

მათივე ცნობით, მასწავლებელს „კოვიდ-19“  15 ოქტომბერს დაუდგინდა. პედაგოგი თბილისელია და მარნეულში ქართულ ენას ასწავლის.