სასამართლომ „თეთრი ქუდი“ ამჯერად 20 000 ათასი ლარით დააჯარიმა

აღნიშნულ დარღვევაზე სასამართლო პროცესი 4 თვე გრძელდებოდა და პროცესში გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონალურმა სამმართველომ გაიმარჯვა.

სოკოს საწარმოს “თეთრი ქუდის” წარმოების პროცესს და ქალაქში უსიამოვნო სუნს რუსთაველები დიდიხანია აპროტესტებდნენ. ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, დარღვევები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გამოავლინა, ასევე გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტებიც.

დეპარტამენტის მიერ შედგენილი ოქმის საფუძველზე, სოკოს საწარმო თავდაპირველად 7 500 ლარით დაჯარიმდა. მას აღნიშნული დარღვევების გამოსასწორებლად გარკვეული ვადები განესაზღვრა. თუმცა ვადის გასვლის შემდეგ ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საწარმო შეამოწმეს და აღმოჩნდა რომ დარღვევები გამოსწორებული არ იყო.