“სმარტის” შეთავაზება რუსთაველებს

 კომპანია “ვისოლის” ავტოგასამართი სადგური და სუპერმარკეტი „სმარტი“ რუსთაველებს მგზავრობის და საწვავის ღირებულების გადახდის ახალ ფორმას სთავაზობს.

 შარტავას N4-ში, “Smart Pay”-ს ფორმატის ავტოგასამართ სადგურზე, მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნება, საწვავის  ღირებულება “სმარტში” სასურველი პროდუქტების შეძენასთან ერთად, ორმაგი დატვირთვის გარეშე გადაიხადონ.

 რუსთავის კომპლექსი უკვე მეოთხე ობიექტია საგურამოში, ქუთაისსა და ოქროყანაში გახსნილი ვისოლის მომსახურების ცენტრების შემდეგ, რომელიც მომხმარებლებს სმარტ ფეის ფორმატის სერვისს სთავაზობს.