ურბანული მეურნეობის ელექტრონული აპლიკაცია

რუსთავსა და თბილისში მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ ურბანული მეურნეობის ელექტრონული აპლიკაცია გამოიყენონ და ოჯახებმა საკუთარ აივნებზე ხილი ან ბოსტნეული მოიყვანონ. პროექტის ფარგლებში, ჯგუფმა ნოვატორმა რუსთავში ოჯახს ჩითილები გადასცა, აპლიკაციის მეშვეობით შესაძლებელი გახდება იმ ინფორმაციის მიღება თუ როდის არის სასურველი ნერგების მორწყვა და ამასთან ოჯახს ექნება წვდომა იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც ჯანსაღი მოსავლის მოყვანისთვისაა საჭირო.

როგორც პროექტის ორგანიზატორები აცხადებენ, აპლიკაციის მიზანია ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ სრულყოფილი და დროული ინფორმაცია ურბანული მეურნეობის შესახებ და პანდემიის პირობებში დეფიციტური ჯანსაღი საკვები თავად მოიყვანონ.