ქვეყნები სამშვიდობო შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს სამშვიდობო შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.  17 ოქტომბრის შეთანხმებდან რამდენიმე საათში სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანულმა არმიამ ღამით ორჯერ გაისროლა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით კი, სომხურმა მხარემ ზავი დაარღვია და ჯებრაილის მიმართულებით გახსნა ცეცხლი.

17 ოქტომბერს აზერბაიჯანმა და სომხეთმა მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული მიზნით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მეორედ მიაღწიეს.

ზავი 18 ოქტომბერს 00:00 საათზე ამოქმედდა. გადაწყვეტილება მინსკის ჯგუფის განცხადებებისა და შეთანხმებაში მონაწილე ქვეყნების პრეზიდენტების განცხადებების საფუძველზე მიიღეს.

მხარეებს შორის ზავი პირველად 10 ოქტომბერს დაიდო. 10-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ მოსკოვში, სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა, მოლაპარაკების პერიოდშიც ორივე მხარე თავდასხმებზე ლაპარაკობდა.

11 ოქტომბერს ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, სომხეთი და აზერბაიჯანი ერთამანეთის მხრიდან ქალაქების დაბომბვას იუწყებოდნენ.