30 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა ქვემო ქართლში გამოვლინდა

 ქვემო ქართლში, სექტემბრის თვეში, 30 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოვლინდა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

  უწყების ინფორმაციით,  ქვეყნის მასშტაბით 539 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს. 6 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მათი მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებს გადაეგზავნა.

ყველაზე მეტი – 221 ფაქტი ნადირობისა და თევზჭერის წესების დარღვევას ეხება.