ხვალიდან ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღდგება

19 სექტემბრიდან ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერია ავრცელებს.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. ტრანსპორტში დისტანცია დაცული იქნება,  მძღოლებს კი ყოველდღიურად თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ. 

ჯერჯერობით, კვლავ ძალაშია შეზღუდვები საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე.

ბათუმში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 26 სექტემბრიდან აიკრძალა.