რუსთავში აბონენტების ნაწილს ელ. ენერგია არ მიეწოდებათ-რას აცხადებენ “ენერგო-პრო ჯორჯიაში”

დაზიანებულია ოთხი ტრანსფორმატორი

რუსთავში რამდენიმე ქუჩის მცხოვრებლებს ელექტროენერგია არ მიეწოდებათ. როგორც ქრონიკას კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯიაში” განუცხადეს, დაზიანებულია ერთ-ერთი ფიდერი და გათიშულია ოთხი ტრანსფორმატორი, რის გამოც უცნობია, თუ როდის მოხერხდება ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა.

ამ დროის ინფორმაციით, ელ. ენერია არ მიეწოდება ვაჟა ფშაველას ქუჩის, მაჩაბელისა და მეგობრობის გამზირის აბონენტების ნაწილს.
“ენერგო-პრო ჯორჯიაში” განმარტავენ, რომ მიმდინარეობს სამუშაოები, თუმცა ზუსტს დროს თუ როდის აღდგება ელ. ენერგია ვერ ასახელებენ.