ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 31 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება 12:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდება 77 აბონენტს რუსთავში მშვიდობის ქუჩაზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში პობედა, ლემშვენიერა. 09:00-დან 12:00 საათამდე – 2445 აბონენტს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში ასურეთი, საღრაშენი, არდისუბანი, კოდა და მიმდებარე სოფლებში. 12:50-დან 19:00 საათამდე – 422 აბონენტს სოფლებში საღრაშენი, ფარცხისი, ჯორჯიაშვილი, ბოგვი და მიმდებარე სოფლებში.11:00-დან 19:00 საათამდე – 339 აბონენტს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბოსლები, კაკლიანი.14:00-დან 18:00 საათამდე – 1558 აბონენტს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში დამია, ზემო სარალი, სადახლო, შულავერი და მიმდებარე სოფლებში. 14:00-დან 18:00 საათამდე – 1 აბონენტს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ილმაზლოში. 16:00-დან 20:00 საათამდე – 2777 აბონენტს მარნეულში ნარიმანოვის, რუსთაველის, ბერიტაშვილის, ომარ ხაიამის და მიმდებარე ქუჩებზე.სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.