მარნეულის მერის თემურ აბაზოვის საქმეზე არსებითი სხდომა დაიწყო

რუსთავის საქალაქო სასამართლოში, მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის, საქართველოს პარლამენტის წევრის აზერ სულეიმანოვის, რ. ალახვერდიევისა და ე. გულიევის საქმეზე, არსებითი სხდომა მიმდინარეობს.
მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი, პროკურატურამ 13 ივნისს დააკავა, მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144. 3-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით 157-ე მუხლის პირველი პრიმის პირველი და მეორე ნაწილით აქვს წაყენებული, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას; პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გადაღება გავრცელების ორგანიზებას გულისხმობს. რ. ალახვერდიევის, ა. სულეიმანოვისა და ე. გულიევის მიმართ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით ( ჯგუფურად ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) მიმდინარეობს. ე. გულიევსა და რ. ალახვერდიევს 157 მუხლის პირველი პრიმას პირველი და მეორე ნაწილით აქვთ წაყენებული.